"ოზურგეთის სალოტბარო სკოლა სამაგალითოა საქართველოს ფოლკლორის ცენტრის სისტემაში"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ოზურგეთის სალოტბარო სკოლა სამაგალითოა საქართველოს ფოლკლორის ცენტრის სისტემაში"

ივნისი 06
09:52:14 2017

მაისის ბოლოს, თბილისში, გ. მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში ჩატარებულ ღია კარის დღეზე, სპეციალურად მიიწვიეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის  ტრადიციული ქართული სიმღერა-გალობის სალოტბარო სკოლის უფროსი ასაკის სამოცი მოსწავლე.

გოგონათა და ვაჟთა ჯგუფებმა  კონცერტი გამართეს გ. მთაწმინდელის  სახელობის  გალობის უმაღლესი სასწავლებლის იმავე შენობაში, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის საკონცერტო დარბაზში, შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები, ხოლო მათი გაერთიანებული ჯგუფის მიერ შესრულდა შემოქმედის და გელათის სკოლის რამდენიმე საგალობელი.

მუსიკალურმა საზოგადოებამ, რომელიც კონცერტს ესწრებოდა, ღიად გამოხატა კმაყოფილება მოსწავლეთა საშემსრულებლო ხარისხზე.

_ძალიან კმაყოფილი ვართ! ოზურგეთის სალოტბარო სკოლა სამაგალითოა ფოლკლორის ცენტრის სისტემაში! _ აღნიშნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ.

ოზურგეთელ მოსწავლეებს მიესალმა, მადლიერება  გამოხატა და წარმატებები უსურვა საქართველოს სახალხო არტისტმა, ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, გ. მთაწმინდელის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სრულმა პროფესორმა,  ანზორ ერქომაიშვილმა და საქართველოს სახალხო არტისტმა, საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ჭკუასელმა.

თავის მხრივ კონცერტში მონაწილეობდნენ და საკუთარი  შემოქმედება აჩვენეს საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა ვოკალურმა ჯგუფებმა, რაც გურული მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი იყო.

ოზურგეთის ტრადიციული ქართული  სიმღერა-გალობის სალოტბარო სკოლის სამოცივე მოსწავლემ, სასწავლებლის ხელმძღვანელობის ინიციატივით, დაათვალიერა გ.მთაწმინდელის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები, ხმის ჩამწერი სტუდია, ქართული ფოლკლორის ცნობილი მოღვაწეთა ფოტო-გამოფენა, საქართველოს ისტორიული კუთხეების მოსახლეობის ტრადიციული ჩაცმულობის ნიმუშები.

_ჩვენ უდიდეს საქმეს ვემსახურებით და ძალიან მიხარია, რომ სპეციალურად მიგვიწვიეს, ჩვენმა მოსწავლეებმა კი თავი გამოიჩინეს,_ ამბობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ სურგულაძე.

აღსანიშნავია, რომ ეს სკოლა, მესამე წელია, რაც ფუნქციონირებს და უკვე, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტიდან, ასამდე სხვადასხვა ასაკის მოსწავლე უნიკალურ ხალხურ სიმღერებს ეუფლება.

 



არქივი