რატომ ვაძლევ ხმას ბეგი სიორიძეს? (R)

gurianews.com

21-ს ქვევით

რატომ ვაძლევ ხმას ბეგი სიორიძეს? (R)

სექტემბერი 21
09:52:29 2017

მარიამ ტივაძე:  "ხმას ბეგი სიორიძეს ვაძლევ იმიტომ, რომ ჩვენი ქალაქი განაახლა და შეცვალა. პატარა ძმა მყავს და როცა გავასეირნებ, მინდა მისთვის ბევრი გასართობი ადგილი გვქონდეს.

ამ მხრივ ოზურგეთი ნამდვილად შეიცვალა და ამიტომაც მინდა მუნიციპალიტეტის მერი ბეგი სიორიძე იყოს. თუ ის იქნება მერი, განვითარების ეს პროცესი სოფლებშიც გაგრძელდება. ძალიან მომწონს ეს კაცი".

ია ქუტიძე: "ოზურგეთის მერი უნდა იყოს ბეგი სიორიძე. ამ არჩევნებში ხმას მას მივცემ. დაგვპირდა, კინოთეატრს აღვადგენო და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გააკეთებს.

დიდი ხანია ახალგაზრდებს კინოთეატრი გვინდა ოზურგეთში და მინდა ეს მალე მოხდეს".

გიორგი ხუჭუა: "ჩვენი ქალაქი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი. ირგვლივ ყველაფერი განახლებულია. ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოობით სეირნობა უკვე მიხარია.

ეს პროცესი არ უნდა გაჩერდეს და ამიტომ ვაძლევ ხმას ბეგი სიორიძეს. მან უნდა დაამთავროს, ის რაც დაიწყო".

ილია ჟვანია: "მე სპორტსმენი  ვარ და ვაპირებ ამ სფეროს დავუკავშირო ჩემი მომავალი. სულ ვაკვირდები, რომ ბეგი სიორიძე განსაკუთრებით ზრუნავს სპორტზე.

როცა შეჯიბრზე მივდივართ, ყოველთვის გვაფინანსებენ, თხოვნა და ლოდინი არასდროს გვჭირდება. მომავალ არჩევნებზე ხმას მას მივცემ!"

ლევან ქავჟარაძე: "რაც ბეგი სიორიძე გახდა მერი, სპორტს ყველანაირად დაეტყო წინსვლა. "არწივების’" რაგბისტებს თურმე ხელფასები დაენიშნათ. "მერცხალის" სტადიონიც  გაარემონტა.

ხმას მას მივცემ, რადგან მინდა ისეთი მერი გვყავდეს, რომელიც სპორტზე იზრუნებს".

მარიამ მათითაიშვილი: "ჩემს მეზობლად ერთი ოჯახი ცხოვრობს, სულ უჭირთ მატერიალურად. ამ ოჯახის დედა ამბობდა, რომ ქალაქის მერიისგან რამდენჯერმე მიიღო დახმარება.

ხან პროდუქტი გადასცეს, ხან ფულადი დახმარებაც ჩაერიცხა. ეს ოჯახი არავის ახლობელი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ დაეხმარნენ. ეს ერთ-ერთი მიზეზია,  რის გამოც ბეგი სიორიძე მომწონს. რაც მერია არსებობს, ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ დახმარება მიიღო. ხალხს ძალიან უჭირს და მიხარია, რომ მცირედით მაინც ეხმარებიან.  ჩემ გამო არა, ასეთი ოჯახების გამო ვაძლევ ხმას".

ქეთევან უჯმაჯურიძე: "მე სტუდენტი ვარ და ოზურგეთში ყოფნა იშვიათად მიხდება, მაგრამ როცა ჩამოვდივარ, ყოველ ჯერზე ქალაქში რაღაც სიახლე მხვდება.

ხან რომელიმე ქუჩაა განახლებული, ხან ტროტუარებია გაკეთებული. ჭავჭავაძის ქუჩაა განსაკუთრებით ლამაზი ღამით და ძალიან მომწონს ეს ყველაფერი.

გადაწყვეტილი მაქვს, რომ ბეგი სიორიძეს მივცემ ხმას."

იური ლომაძე: "ყველაზე მეტად ამ კაცში მომწონს, რომ სხვა კანდიდატებივით არ ამბობს, ყველაფერს გაგიკეთებთო. იმას გვპირდება, რასაც იცის, რომ შეასრულებს. ამიტომაც მირჩევნია ყველა სხვა კანდიდატს".

ინგა დოლიძე: "2012 წლიდან "ქართული ოცნების"’ მხარდამჭერი ვარ, აქტივისტი და პროცესებში ჩართული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მჯერა მათი კეთილშობილური მიზნების. ფაქტია,  მათი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა.

ბეგი სიორიძე ‘’ქართული ოცნების’’ კანდიდატია და ხმას მას ვაძლევ, იმიტომ, რომ იმ პარტიამ, რომელიც მომწონს, ნდობა მას გამოუცხადა" .

ნინო დანდურაშვილი: "ქალაქ ოზურგეთში რაც გაკეთდა, ძალიან მინდა სოფლებშიც  მოხდეს იგივე. სოფლებში ახალგაზრდებს არაფერი გვაქვს თვითგანვითარებისთვის.

მჯერა, რომ თუ ბეგი სიორიძე იქნება მუნიციპალიტეტის მერი, ამ მხრივ რამეს მოიფიქრებს ჩვენთვის. ამიტომაც ვაძლევ ხმას’.



არქივი