რომელ მოსწავლეებს ერგოთ ჩოხატაურში საჩუქრად კომპიუტერი

gurianews.com

21-ს ქვევით

რომელ მოსწავლეებს ერგოთ ჩოხატაურში საჩუქრად კომპიუტერი

ნოემბერი 14
08:47:10 2019

პროექტ ,,ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული საჩუქარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სულ 12 მოსწავლეს ერგო.


წარჩინებული სწავლისთვის კომპიუტერის სახით ჯილდო მიიღო ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეათეკლასელმა თამარ სიხარულიძემ, ასევე, პირველსკოლელებმა: სესილი მეგრელიშვილმა, მარიამ ბოცვაძემ, თაკო რამიშვილმა, გიორგი ბერიძემ; გოგოლოსუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ დავით ბერძენიშვილმა; 

განათლების სამინისტროს საჩუქარი ერგო ხიდისთავის საჯარო სკოლის წარჩინებულ მეათეკლასელ ელენე თავართქილაძეს; შუაფარცხმის საჯარო სკოლიდან მარიამ ბერძენიშვილს და თეონა მარკოიძეს; ბუკისციხის საჯარო სკოლის მეათეკლასელებს ანი შარაშიძეს და ანა ბოლქვაძეს, ასევე, ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეს ია გოგუაძეს.

შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის ხელოვნების სასახლემ, გურიის რეგიონის საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.



არქივი