სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ჟურნალი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ _ "რეალობას თვალი გავუსწოროთ"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ჟურნალი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ _ "რეალობას თვალი გავუსწოროთ"

ივლის 12
18:17:57 2018

„ჟურნალის გამოცემა ბოლო ათწლეულების მანძილზე ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ გაჩაღებულმა ინფორმაციულ-იდეოლოგიურმა ომმა გადაგვაწყვეტინა.

რუსულ, თურქულ, სომხურ და სხვა ენებზე გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებში, დოკუმენტურ ფილმებში, ტელეგადაცემებში ხშირად არასწორად აშუქებენ ქართულ ეროვნულ ღირებულებებს, ამახინჯებენ კულტურულ ფაქტებს, ჩვენი მეზობლების საკუთრებად აცხადებენ ისტორიულ ძეგლებს და ტერიტორიებს, ხელყოფენ ისეთ უნიკალურ ფენომენს, როგორიცაა ქრისტიანული საეკლესიო საგალობელი, საკამათოდ ხდიან ქართული დამწერლობის შექმნის  თარიღს და ა.შ.

ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ მცდარი  სტერეოტიპებია და დავიცვათ ჩვენი თანატოლები“, _ აღნიშნულია ჟურნალ „იბერიის“  პირველი ნომრის წინასიტყვაობაში.

ჟურნალი მეექვსე საავტორო სკოლი მოსწავლეების მიერ არის გამოცემული. მისი ავტორები გიორგი სვიმონიშვილი და ნიკა სანიკიძე არიან.

გიორგი სვიმონიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ, დაახლოებით, 2 წლის წინ, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ XI კლასში იყო, მის  მეგობარსა და თანამოაზრეს _ ნიკა სანიკიძეს გაუჩნდა იდეა, გამოეშვათ ჟურნალი,  სადაც წარმოაჩენდნენ თანამედროვე საქართველოს პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.

ჩვენი ჟურნალის უმთავრესი მისიაა გამოაფხიზლოს და ეროვნულ საფუძველზე კვლავ გააერთიანოს ქართველი ერი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შედარებით მარტივი და თანამდროვე ენით გადმოგვეცა სათქმელი, რათა ჩვენი ეროვნული წუხილი თითოეული ქართველის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების გულამდე მივიდეს. ახალგაზრდობაა ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია სრულიად დაეხსნას საბჭოურ სტერეოტიპებს და იფიქროს ქვეყნის განვითარებაზე. თუმცა ჟურნალში განხილული თითოეული საკითხი ნებისმიერი ასაკის მკითხველს დააფიქრებს საქართველოს მომავალზე“, _ ამბობს გიორგი სვიმონიშვილი.

_ გიორგი, რამდენი ადამიანი ქმნის ჟურნალს და თავიდან როგორ შეხვდნენ შენს იდეას შენი ახლობლები?

თავიდან ჟურნალზე მუშაობა მე და ნიკამ ვეტერან და ასევე, ჟურნალისტ მიხო მორჩილაძესთან ერთად დავიწყეთ. მან გაგვიზიარა უდიდესი გამოცდილება ამ საკითხში და ძალიან დიდი ბიძგი მოგვცა. შემდეგ მე და ნიკამ გავაგრძელეთ მუშაობა და დავუკავშირდით საინტერესო ადამიანებს, მაგალითად, კავკასიოლოგ მერაბ ჩუხუას, ფილოსოფოს ნოდარ ნათაძეს, შევხვდით მათ და ვთხოვეთ, ჩვენი ჟურნალის პირველი ნომრისთვის სტატიები დაეწერათ. სტატიების შეკრების შემდეგ კი უკვე გამომცემლობა "არტანუჯში" გადავინაცვლეთ, სადაც ჟურნალის ვიზუალურ მხარეზე დიზაინერთან ერთად ვმუშაობდით.

საკმაოდ საინტერესო სახელი აქვს _ იბერია. რატომ იბერია და როგორ არჩევ შინაარს?

 _ სახელზე დიდხანს ვიფიქრეთ და ბოლოს მივედით ერთობლივ გადაწყვეტილებამდე, რომ ჟურნალისთვის დაგვერქმია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სახელი _ იბერია. სხვათაშორის, ილია ჭავჭავაძეც აპირებდა თავისი გაზეთისთვის იბერიის დარქმევას, თუმცა, მას რუსულმა ცენზურამ არ მისცა ამის უფლება, ამიტომ "ივერია" დაარქვა. ესეც ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, თუ რატომ ავირჩიეთ ჩვენ სახელი იბერია.

სტატიების ძირითად ნაწილს შენ წერ. ეს სტატიები ანალიტიკური სახისაა. რატომ გაგიტაცა ამ მიმართულებამ?

_ მიუხედავად იმისა, რომ სტატიების ძირითად ნაწილს მე და ნიკა ვწერთ,  ჩვენს ჟურნალში საკმაოდ ბევრი საინტერესო ავტორია,  მაგალითად: ნოდარ ნათაძე, მიხო მორჩილაძე, ბეჟან ჯავახია, ზურა ლეჟავა, ნატო კორსანტია და ა.შ. "იბერია" სწორედ ამით გამოირჩევა სხვა ჟურნალებისგან, აქ მკითხველს შეუძლია გაეცნოს როგორც ძველი, ასევე ახალი თაობის შეხედულებებსა და მოსაზრებებს საქართველოში არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების შესახებ. დღევანდელი პრობლემების ზუსტი შეფასება კი პირველი ნაბიჯია საქართველოს გადარჩენის გზაზე.

ჟურნალის მკითხველი ადვილად მიხვდება შენს გემოვნებას. მკვეთრად გაქვს ხაზი გასმული ღირებულებებზე და ხშირად მიანიშნებ წერილებში რუსული პროპაგანდის გააქტიურებაზე, "რუსულ ჩექმაზე". შენს ასაკში ასეთი ღრმა ანალიზი ამ მიმართულებით არაა მარტივი... მითუმეტეს, რომ ამას პოლიტიკასთან მივყავართ. რატომ გადაწყვიტე, რომ მკითხველთან ამაზე გესაუბრა და ამ მიმართულებით  ჩაგეფიქრებინა?

_ დიდი დაფიქრება არ სჭირდება იმას, რომ დღეს საქართველო მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, უამრავი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში: სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, დაბალია განათლების დონეც. ამას თან ერთვის რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც მთავარია, ერს დაკარგული აქვს ერთიანობა. ყველა პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი რუსეთია. დღეს რუსული პროპაგანდა მძვინვარებს საქართველოში და სწორედ ამიტომ ვერ ვახერხებთ ამ პრობლემების დაძლევასა და ქვეყნის განვითარებას. თუ დღეს ჩვენ რეალობას თვალს ვერ გავუსწორებთ და არ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს, ხვალ უკვე აღარ ვიქნებით, _ ამბობს გიორგი, რომელიც ამჟამად აბიტურიენტია და წინ დიდი გეგმები აქვს _ აპირებს, რომ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე ჩააბაროს:

ზოგადად, ჰუმანიტარული საგნები უფრო მიზიდავს და ვფიქრობ, სამართლის სწავლით დიდ ცოდნასა და გამოცდილებას შევიძენ. მომავალში საკმაოდ ბევრი გეგმა მაქვს: ვაპირებ ევროპაში სწავლის გაგრძელებას და ჩამოსვლისთანავე ვეცდები მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოვიყენო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, _ აღნიშნა ჩვენმა ახალგაზრდა რესპოდენტმა.

მისივე ინფორმაციით, სწავლის პარალელურად გაგრძელდება ჟურნალის გამოცემაც, რომელიც უფრო ინტენსიური იქნება.



არქივი