სოფელი ჩოხატაურში, რომელიც კოლხთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამოსახლარად მიიჩნევა

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

სოფელი ჩოხატაურში, რომელიც კოლხთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამოსახლარად მიიჩნევა

სექტემბერი 07
11:14:53 2017

გუთური სოფელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 140 მეტრზე.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში  880 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის 430 ქალია, ხოლო 450 მამაკაცი.

ისტორიული წყაროების მიხედვით, სოფელი დასახლებული იყო გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან, რაც დასტურდება სუფსა-ოსკოჯურის შუამდინარეთში აღმოჩენილი გუთურის განძებით.

უფრო კონკრეტულად ეს არის ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისის  კოლხური კულტურის არქეოლოგიური ძეგლები.

პირველი განძი აღმოჩნდა 1930 წელს, შეიცავს ბრინჯაოს  6 თოხს; მეორე  _ 1968  წელს, შედგება ბრინჯაოს 29 თოხისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან, მესამე განძი აღმოჩნდა სოფელ ჯვარცხმაში  და შედგება ბრინჯაოს კოლხური ცულისა  და 2 თოხისგან.  განძი ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.

 გუთური ერგეს (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ერკეთისა და ქვემო ერკეთის ძველი სახელწოდება. ამჟამად ერკეთი წარმოადგენს თემს, რომელშიც გაერთიანებულია სოფლები: ქვემო ერკეთი, ზემო ერკეთი, შუბანი, ქვემო ონჭიქეთი და ზემო ონჭიქეთი.) ნაწილს წარმოადგენდა.

გუთური კოლხთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამოსახლარად მიიჩნევა. აქ დადასტურებულია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის წარმოება.

ამ სოფელში დაიბადნენ პოეტი ზაურ ბოლქვაძე  და ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე.



არქივი