საკრებულოს ხმაურიანი სხდომა და “ნაცმოძრაობის“ წევრების გარეშე დამტკიცებული საკითხები

gurianews.com

პოლიტიკა

საკრებულოს ხმაურიანი სხდომა და “ნაცმოძრაობის“ წევრების გარეშე დამტკიცებული საკითხები

2018 ივლ 20 18:10:20

“ბატონი დავით დარჩია გაურბის პასუხისმგებლობას და ის ამიტომ არ არის საკრებულოს სხდომაზე. ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს და შემდეგ გადავწყვეტთ, დავრჩეთ თუ არა დღევანდელ სხდომაზე. მე მაინტერესებს, ამ შენობაში რაც გახორციელდა _ ბესო ქათამაძეზე მოხდა თავდასხმა, ამ ფაქტზე იღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენ და თქვენი პარტია“, _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა დავით მჟავანაძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მისამართით სხდომის დასაწყისში გააკეთა.

“მე შემიძლია გაგცეთ პასუხი, რატომ არ ესწრება სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ის  თბილისში,  ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს ესწრება. განცხადებები კი გააკეთეთ სხდომის დასასრულს, ამის საშუალება მოგეცემათ“, _ უპასუხა დავით მჟავანაძეს გიორგი ღურჯუმელიძემ.

საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  ბესო ქათამაძემ სხდომაზე თქვა, რომ მას ინციდენტისას არა ტარიელ აროშიძე, არამედ დავით ჭაკნელიძე მიეპარა.

“ფრაქციის თავმჯდომარეს ააღებინეს თავზე დანაშაული და დავით ჭაკნელიძეს ხელი დააფარეს. ჭაკნელიძე მომეპარა და ჩამარტყა თავში. დამნაშავეები სხედან დარბაზი. კეთილი ინებეთ და აიღეთ პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით“, _ თქვა ბესიკ ქათამაძემ.

არც თუ დიდი კამათის და დაპირსპირების შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს.

“ჯერ იყო და გადადეს საკრებულო სხდომა და ახლა დარჩია არ არის საკრებულოს სხდომაზე, მათ არ უნდათ დისკომფორტი შეექმნათ. საკრებულოს თავმჯდომარემ ვერც გაბედა აქ მოსულიყო. ერთი თვეა, ვითხოვთ აიღონ პასუხისმგებლობა, მაგრამ ყველამ კარგად დაინახა, რაც მოხდა. ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და არავინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას“, _ თქვა მედიის წარმომადგენლებთან დავით მჟავანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ სხდომის დატოვებას არაკონსტრუქციული უწოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ.

“ნაცმოძრაობის დეპუტატებმა არაკონსტრუქციული გზა აირჩიეს. დღეს მათი პროტესტი გაუგებარი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხები განიხილებოდა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე და მათ არ მიიღეს ამ განხილვაში მონაწილეობა“, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ საკრებულოს სხდომის დასასრულების შემდეგ.

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის წევრებმა თქვეს, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას. ისინი მოუწოდებენ „ნაცმოძრაობის“ წევრებს „უარი თქვას პოლიტიკაში პროვოკაციული და ძალადობრივი ელემენტების შემოტანაზე“.

“ფრაზა "იმდენი შეგვიძლია, რამდენიც ვიცით", კარგად ასახავს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ქმედებებს. მან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციული მეთოდები აირჩია. დაგეგმილ ცილისმწამებლურ, ღირსების შემლახავ კამპანიას და საჯარო სივრცეში მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა ინციდენტი, რომელიც, სამწუხაროდ, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი ხელწერა იქნება მხოლოდ კანონიერი პასუხი ყველა პროვოკაციაზე. ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ყოველთვის იდგა და დღესაც დგას პოლიტიკური პლურალიზმის სადარაჯოზე. შეუძლებელია, აიძულო ადამიანი თავის შესაძლებლობაზე მეტი გააკეთოს, თუმცა, მოვუწოდებთ ინციდენტის ინსპირატორს, უარი თქვას პოლიტიკაში პროვოკაციული და ძალადობრივი ელემენტების შემოტანაზე. მეგობრებო, იქნებ დაემსგავსოთ კვალიფიციურ ოპოზიციას“, _ თქვეს ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  წევრებმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ტრიბუნასთან სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძე მივიდა.

“მინდა გაცნობთ, რომ საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ცვლილებაზე გაკეთდა განცხადება. თორნიკე გოგუაძე დავით მჟავანაძემ შეცვალა. კი, მინდოდა, ეს ინფორმაცია გაეგო, მაგრამ პროტესტის ნიშნად დაგვტოვა“, _ თქვა ეროდი გორდელაძემ.

საკრებულოს სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილეს. სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ განისაზღვრა ქალაქ ოზურგეთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის მომზადებულ 3 (სამ) სამარშუტო ტრასაზე დასაყენებელი საგზაო ნიშნების რაოდენობა და მარკირება. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ამისთვის სულ 605 ერთეული საგზაო ნიშანი დამონტაჟდება. გარდა ამისა, საპროექტო გზის ერთ მონაკვეთზე, დოლიძის და გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩების გადაკვეთასთან, სამარშრუტო და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დარეგულირების მიზნით, მოეწყობა შუქნიშანი.

ოზურგეთის საკრებულომ მიმდინარე სხდომაზე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ - საკრებულოს დადგენილება მიიღო.

დადგენილების დამტკიცებამდე, ნორმატიული სამართლებრივი აქტის პროექტში, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ცვლილება შევიდა. საკრებულოს ინიციატივით, პროექტით წარმოდგენილი მოსაკრებლის რაოდენობის შემცირება მოხდა და დადგენილების პროექტი აღნიშნული სახით დამტკიცდა.

უკვე მიღებული დადგენილების მიხედვით _ ერთ სულ მოსახლეზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 0.40 ლარით თვეში; ერთ სულ მოსახლეზე „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 0-დან 150 001-მდე ქულის მქონე პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 0,20 ლარით თვეში; ორივე შემთხვევაში ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 4 სულით. დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვრა 14 (თოთხმეტი) ლარი და 30 თეთრი.

ოზურგეთის საკრებულომ, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“, საკრებულოს დადგენილების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

"საკითხს აუცილებლად განიხილავენ კომისიები, ფრაქციები, ბიურო. სხდომებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩაერთოს განხილვის პროცესში. საკრებულო საკითხზე საზოგადოებრივ დარბაზთან ერთადაც იმსჯელებს. საზოგადოების მაღალი ინეტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად დაიგეგმება საჯარო განხილვა, რათა გადაწყვეტილების მიღება მოქალაქეთა ინტერესებიდან გამოდინარე მოხდეს", _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.



 ახალი ამბები
  • დღეს ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის ბიუროს ბოქლომს დაადებენევროპული საქართველოს წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. როგორც ცნობილი ხდება, ისინი რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქს დააბოქლომებენ, მათ შორის, ბოქლომის დადებას ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძის ოლქზეც გეგმავენ. ოზურგეთის მერიის შენობაში განთავსებულ ოლქში მისვლას დილის 9 საათისთვის გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ... ...
  • “დედაჩემი იქ აღარ მუშაობს გააბრაზეს“ - თამარ ჩუგოშვილის შვილის წერილიპარლამენტარი თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქზე მისი შვილის ნინის ნაწერს აქვეყნებს. “ნინის მიმოწერა კლასელთან. 9 წლის ბავშვის თვალით დანახული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება“- წერს თამარ ჩუგოშვილი. “დედაჩემი იქ აღარ მუშაობს გააბრაზეს“, “არ არის ცუდი უხარია“ - წერს 9 წლის ... ...
  • ბელგიის სამეფოში, ტონგერენში, სასამართლოზე, ქართველ ბრალდებულს სასჯელის ნაცვლად ...საჩუქარი მიართვესქართველი ემიგრანტი ქალბატონი, ანა ბალამწარაშვილი, რომელიც 26 წელია, ბელგიაში ცხოვრობს, დღეს, ბელგიის სამეფოში, ტონგერენში, ქართველი ბრალდებულის, 45 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესს დაესწრო. ბრალდება ქურდობა იყო.   ქალბატონი ანა  თავის ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს, თუ როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი და რა გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ... მოსამართლე  -  ბატონო მირზა , რატომ ჩამოხვედით ბელგიაში , ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ  მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში მოხვდებით?! მირზა- ბატონო მოსამართლევ, (თქვენო უმაღლესობავ, ვუსწორებ მე)არ ვიმართლებ თავს, რადგან მრცხვენია, მრცხვენია რომ ამხელა ცხოვრება გამოვიარე და დღეს თქვენ წინაშე მიწევს ბრალდებულის სკამზე ჯდომა, მე ქართველი ვარ, უმაღლესი განათლებით, სამი შვილის მამა, ჩემი უმცროსი შვილი ექიმების დაუდევრობით ინვალიდია და საწოლსაა  მიჯაჭვული, მკურნალობა ძალზედ ძვირი ჯდება. მოსამართლე- მოიცათ, რატომ გიჯდებათ ძვირი,  დაზღვევა ხომ გაქვთ? ადვოკატი ერთვება და დეტალებში უხსნის ქართულ სამედიცინო მომსახურებას და დაზღვევის მუშაობის სქემას…  მოსამართლეს თვალები უდიდდება და ვატყობ რომ რაღაცნაირად, მგონი  ეცოდება საქართველო. მოსამართლე- გასაგებია, მაგრამ ,ქურდობა ჩაიდინა და ამისთვის შესაბამის სასჯელს იმსახურებს. ადვოკატი-თქვენო უმაღლესობავ, ქურდობას გამართლება არ აქვს და თანახმა ვართ, ზარალი ავანაზღაუროთ, მაგრამ მოდით, წარმოვიდგინოთ მშობელი, რომლის შვილსაც არ აქვს წამლის ფული და შეიძლება,  ამის გამო დაიღუპოს, ჩვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, რადგან სახელმწიფო ზრუნავს ჩვენზე,  ეს ნაბიჯი მან გამოუვალი მდგომარეობიდან და სიცოცხლის გადასარჩენად გადადგა-ის მამაა და მას შვილი უკვდება უწამლოდ, გთხოვთ,  გაითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი და დანაშაულის საფუძველი და მიზეზი(კიდევ ბევრი ისაუბრა) გმადლობთ. მე დავასრულე. მირზას შევხედე, უფრო მეტად შევერცხლოდა თმა, მგონი,  გათეთრდა კიდეც სირცხვილისგან, ის დამნაშავეს არ ჰგავდა. მოსამართლე დაბრუნდა სათათბიროდან და გამოაცხადა გადაწყვეტილება: “მირზა...საქართველოს მოქალაქე.....ბელგიის სამეფოს კანონმდებლობით...ცნობილ იქნას დამნაშავედ და დაეკისროს ზარალის ანაზღაურება 2 წლის განმავლობაში.  მაღაზიას ეთხოვოს, მირზას შვილს  გაუკეთოს საჩუქარი საშობაოდ ბელგიის სამეფოს მხრიდან და გაიგზავნოს მოცემულ მისამართზე სასამართლოს ხარჯებით.  ასევე ეთხოვოს ბელგიის სამეფოს ჯანმრთელობის სამინისტროს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონის დაცვით დახმარება გაუწიოს პატარა პაციენტს (სახელს და გვარს არ ვწერ), მირზას შეუძლია დატოვოს ბელგიის სამეფო და ეტაპობრივად გადაიხადოს ზარალი. მირზა არ შეასახლეს ციხეში! გაოგნებული ვიჯექი კარგა ხანი და ვფიქრობდი როდის,ჩემო ქვეყანავ როდის ასეთი ან ცოტათი მიმსგავსებული სასამართლო ,ადვოკატი (მარკ სამპერმანსი)და ძალა კანონისა! დღეს ძალიან ემოციური დღე მაქვს,მთავარანგელოზობას გილოცავთ! ქალბატონ ანას „გურია ნიუსი“ ესაუბრა. _ნამდვილია ამბავია, აბა, როგორ გამოვიგონებდი? ესაა, სახელი შევცვალე.  მირზა ჰქვია. აქ მუშაობს. ცოლ-შვილი სააქართველოში ჰყავს.  ეს ადვოკატი სამეფო ხარისხისაა. უბრალოდ აქ არაფერი ხდება...დამნაშავე იყო მაგრამ, ყველაფერი გაითვალისწინეს.   აქ სამართალიც ადამიანური არსებობს _ გვითხრა ანა ... ...
  • 27 წელი ქუჩაში _ აფხაზეთიდან დევნილები ბინებს ითხოვენდევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი თითქმის 3 თვეა, რაც აქციას მართავს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კრიტერიუმებს, თუმცა, მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. „27 წელიწადია ბინებს ველოდებით და გვატყუებენ ამდენივე ხანია.  აფხაზეთიდან დევნილები ასე უსახლკაროდ ვართ ქუჩაში. დაპირებები ბინების გადმოცემის შესახებ არაერთხელ მოგვცეს, მაგრამ არცერთხელ შესრულდა. ჯერ ვითომ ქულების გამო არ მოვხვდით სიაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ პირობებს ბევრი ჩვენგანი აკმაყოფილებდა, ისინი მაინც თავის გემოზე ანაწილებენ. მთელი ეს წლებია ქირით ვცხოვრობთ, რომელსაც ჩვენ თვითონ ვიხდით, ზოგი ჩვენგანი კი ახლობელთანაა შეკედლებული. სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ბინებს უნდა დაველოდოთ, მაგრამ როდის მოვა ჩვენი დრო ამას არ ამბობენ, თვითონაც არ იციან, მაგრამ არც დროებითი თავშესაფრის მოცემა არ უნდათ ჩვენთვის“,_ ამბობენ აქციის მონაწილეები. ისინი 66-ე დღეა, საკუთარი ნივთებით 24 საათის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში იმყოფებიან და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. როგორც სამინისტროში ამბობენ, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აქვს, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული. "საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით“,_ ამბობენ უწყებაში.       ... ...
  • შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად შს მინისტრის მოადგილე დაინიშნადღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება - ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები“, - აღნიშნა ფინანსთა ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?